ქართველებისა და ისმაილიტების ურთიერთობის ისტორიიდან
Scientia #2, 2021
ISSN 2667-9590 e-ISSN 2667-9604
აბსტრაქტი
აღმოსავლეთისა და ისლამის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისმაილიზმის შესწავლას. ისლამში წარმოშობილმა ამ მიმდინარეობამ, როგორც რელიგიურმა და პოლიტიკურმა მოვლენამ, უდიდესი გავლენა იქონია ირანის, ერაყის, სირიისა და ეგვიპტის სახელმწიფოების პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ცხოვრებაზე.
ჩვენი კვლევის მიზანია, სპარსული და ქართული საისტორიო ცნობების საფუძველზე, დეტალურად შევეხოთ ქართველებსა და ისმაილიტებს შორის არსებულ ურთიერთობებს. წარმოვაჩინოთ ის ინფორმაციულობა და დამოკიდებულება, რაც ქართველებს ისლამის ამ მიმდინარეობის მიმართ ჰქონდათ; შევისწავლოთ თბილისში ასასინების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიზეზი. ალამუთელ ისმაილიტებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების გეოგრაფიული არეალი.
საკვანძო სიტყვები: ისმაილიტები, ისლამის ისტორია, საქართველოს ისტორია