დვანის ფრონის ონომასტიკა ქართულ და თურქულ ისტორიულ დოკუმენტებში
DOI:
https://doi.org/10.51364/Abstract
წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილია დვანის ფრონის ონომასტიკა. კვლევა ემყარება ,,1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარში“, იოანე ბაგრატიონის ,,ქართლ-კახეთის აღწერაში“, ვახუშტი ბაგრატიონის ,, საქართველოს გეოგრაფიასა“ და 1728 წლის ,,თბილისის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ტოპონიმებისა და ანთროპონიმების ანალიზსს თანამედროვეობასთან მიმართებაში. დოკუმენტებში აღწერილია დვანის ფრონის სოფლები: საღოლაშენი, არადეთი, წვერი, ბრეთი, დირბი, დვანი, ტოლიბური, ავნევი, არკნეთი, წუნარი, თორმანეული, ბეყმარი, ღვერთევი, ნული, მავდა, წორბნისი, ურია, ყორნისი, რუსთავი.
ამ სოფლების ნაწილი დღეს ოკუპირებულია, ნაწილი გამყოფი საზღვრის ახლოს მდებარეობს. გვხვდება ნასოფლარებიც.
ტოპონიმებისა და ანთროპონიმების სტრუქტურული ელემენტები შეესაბამება სალიტერატურო ქართულისა და დიალექტებისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს. პიროვნული სახელები გვხვდება ორწევრიანი მოდელით. ქართულ დოკუმენტებში დასტურდება გვარი+სახელი. თურქულ დოკუმენტებში გვხვდება სახელი+ მამის სახელი.
Downloads
Published
Issue
Section
License
Copyright (c) 2025 Journal and Authors

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.