ფრიდრიხ VI შვაბიელისა და სხვა მონარქთა ვაჟების თამარზე დაქორწინების საკითხის კრიტიკული გააზრებისათვის

Authors

  • ბექა კვაჭაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

Abstract

XII საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც საქართველოს სამეფო ტახტი, ქალმა მმართველმა, თამარმა (1184-1210) დაიკავა, მასზე დაქორწინების სურვილი გამოთქვა არაერთი მეზობელი სახელმწიფოს მმართველი დინასტიის წარმომადგენელმა. ქართველი ისტორიკოსებისა და ისტორიით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილისათვის ცნობილია ერთი მოსაზრების შესახებ, რომ თამარის პოტენციურ მეუღლედ განიხილებოდა ასევე რომის საღვთო იმპერიის მმართველის, ფრიდრიხ I ბარბაროსას (1152-1190) ერთ-ერთი ვაჟიც. ეს ჰიპოთეზა ქართულ და უცხოურ სამეცნიერო წრეებს გააცნო ავტორიტეტულმა მეცნიერმა გივი ჟორდანიამ.

Published

2026-01-20