თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენება წიგნის კონსერვაცია რესტავრაციაში (XIV საუკუნის ხელნაწერის [Q-1263] ეტრატის რენტგენოფლუორესცენციული ანალიზატორით (XRF EDX 3600B)კვლევა და მისი შედეგები)
DOI:
https://doi.org/10.51364/საკვანძო სიტყვები:
რესტავრაცია, კონსერვაცია, ეტრატიანოტაცია
ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული ტექნიკის ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მატერიალურად შენარჩუნების საკითხები, რაც მხოლოდ მასალის სიღრმისეულად შესწავლასა და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი. წინამდებარე ნაშრომი ეხება XIV საუკუნის ხელნაწერის [Q-1263] ეტრატის რენტგენოფლუორესცენციული ანალიზატორით (XRF EDX 3600B) კვლევასა და მის შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავდა პერგამენტის ბოჭკოს დახასიათებას, მისი შექმნის დროს გამოყენებული მასალისა და ტექნიკის იდენტიფიკაციას. ჩატარებული კვლევით შევისწავლეთ ეტრატის დაზიანების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი, დავადგინეთ გარემო-პირობების გავლენა და ეტრატის დამზადების დროს გამოყენებული რეცეპტურა. ყოველივე ამან საშუალება მოგვცა შეგვედარებინა საქართველოში ეტრატის დამუშავების წესი სხვა კულტურებისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიისთვის, რის საფუძველზეც არაერთი საინტერესო დასკვნის გამოტანა შევძელით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ჟურნალი და ავტორები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .