თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პაპირუსის გრაგნილებზე არსებული ხელნაწერების ავტორის იდენტიფიკაციისათვის
DOI:
https://doi.org/10.51364/ანოტაცია
თანამედროვე ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტებიდან ტექსტის გარჩევადობის პროცესი, მიმდინარეობს ვირტუალურად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ახალი სამეცნიერო მიღწევაა. ხელოვნური ინტელექტი ასევე შეიძლება იყოს ღირებული ინსტრუმენტი პაპირუსის გრაგნილებზე არსებული ტექსტების ავტორების იდენტიფიცირებისათვის. მკვლევრებს შეუძლიათ გამოიყენონ მეთოდოლოგიები, რომლებიც მოიცავს გამოსახულების დამუშავებას, ნიმუშების ამოცნობას, მანქანური და ღრმა სწავლების ალგორითმებს არსებული მონაცემების გასაანალიზებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ნაშრომის სამეცნიერო სიახლეა პაპირუსის გრაგნილებზე არსებული მონაცემების შეფასება და ტექსტების ავტორის ამოცნობა, სხვადასხვა მიდგომების გამოყენებით. ექსპერიმენტების შედეგად გამოიკვეთა საუკეთესო კლასიფიკაციის შედეგი, რომელიც კონვოლუციური ნეირონული ქსელებით (CNN) ResNet50 იქნა მიღებული. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავეთ კოდი პროგრამულ უზრუნველყოფა python-ში, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს ნებიემიერი პაპირუსის მოდელზე OMSimulator სიმულატორზე განსახორციელებლად.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ჟურნალი და ავტორები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .