კიდევ ერთხელ ქართლის მთავარეპისკოპოსისა და მიტროპოლიტის რომანოზ ერისთავის მოღვაწეობისა და ქრონოლოგიის შესახებ

ავტორები

  • მაია შაორშაძე Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

ანოტაცია

ქართლის მთავარეპისკოპოსის, სამთავროსა და გორის მიტროპოლიტის რომანოზ ერისთავის  შესახებ ცნობები არცთუ ისე მრავლადაა ქართულ და რუსულ წყაროებსა და დოკუმენტებში, ხოლო რაც მოიპოვება, ისიც მეტად გაბნეულია ყოფილი სინოდალური არქივის საქმეებში, ქართულ დოკუმენტებსა და ხელნაწერებში. ამ მნიშვნელოვანი სასულიერო პირის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას საინტერესო და საყურადღებო სამეცნიერო პუბლიკაციები მიუძღვნეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა - მიხეილ ქავთარიამ და ენრიკო გაბიძაშვილმა. თავის დროზე მის ღვაწლს ერთერთი გამორჩეული ადგილი დაუთმო თავის კვლევებში აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ.  

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-01-20

გამოცემა

სექცია

სტატიები