ევროპის ანტიოსმალურ ჯვაროსნულ მოძრაობაში საქართველოს ჩართვის საკითხის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.51364/ანოტაცია
ჯვაროსნული ლაშქრობების ყველა ეტაპზე, პაპობის დიპლომატიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახლდათ, მოეძებნათ ძლიერი აღმოსავლელი მოკავშირე, რომელიც შეძლებდა მუსლიმებისათვის ზურგიდან შეტევას. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით პოპულარული გახდა XIV-XV საუკუნეებში. XIII საუკუნის ბოლოს, აკრას დაცემის შემდეგ, როდესაც ევროპაში მძლავრი ჯვაროსნული ლაშქრის ორგანიზება პრაქტიკულად გაჭირდა, პაპობა, აღმოსავლელ მოკავშირეებზე, უფრო და უფრო მეტ იმედებს ამყარებდა. ბენჟამინ ვებერის თქმით: „განცდილმა წარუმატებლობებმა, ჯვაროსნული ლაშქრობების მესვეურთათვის ნათელი გახადა, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნა საკმარისი არ იყო და საჭირო იყო მოკავშირეთა მოძებნა აღმოსავლეთში.“
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ჟურნალი და ავტორები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .