ᲔᲠᲗᲘ ᲣᲪᲜᲝᲑᲘ ᲡᲐᲐᲠᲥᲘᲕᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘ ᲒᲕᲘᲐᲜ ᲡᲢᲐᲚᲘᲜᲣᲠᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲠᲔᲚᲘᲒᲘᲣᲠᲘ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ
DOI:
https://doi.org/10.51364/ანოტაცია
საბჭოთა კავშირის დაშლამ მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად ისიც მოიტანა, რომ საზოგადოება გათავისუფლდა ხელოვნურად თავს მოხვეული იდეოლოგიური ჩარჩოებისგან და შესაძლებელი გახდა მანამდე ტაბუირებული საკითხების მეცნიერული შესწავლა. ეს განსაკუთრებით ეხება ქრისტიანობისა და ცალკეულ ეკლესიათა ფუნდამენტური საკითხების გაანალიზებას. მართალია, მათი განხილვა საბჭოთა პერიოდშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ფრაგმენტულად და მნიშვნელოვანწილად იდეოლოგიზირებულად ხდებოდა. მას შემდეგ, რაც ბარიერები მოიხსნა, კვლევა განსაკუთრებით გააქტიურდა, შეიქმნა ორიგინალური თუ განმაზოგადებელი ხასიათის ნაშრომები, დაცულ იქნა არაერთი საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაცია, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა საეკლესიო თხზულებები, დაიბეჭდა საარქივო დოკუმენტების კრებულები
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ჟურნალი და ავტორები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .